მომავალი დედებისთვის


         თუ ჩვენს ბლოგს ესტუმრეთ, იმას ნიშნავს რომ მომავალი დედიკო ბრძანდებით და ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპისთვის იწყებთ მზადებას. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე - სტრიებზე.  გავიგოთ როგორ გავუმკლავდეთ მათ სანოსანთან ერთად.
         ორსულობის პერიოდში კანს განსაკუთრებული ზრუნვა ესაჭიროება, რომ დავიცვათ თავი სტრიებისაგან.  როდესაც ჩვენ სტრიებს ვახსენებთ ეს რეალურად გახლავთ ელასტინის და კოლაგენის ბოჭკოებში მცირე რღვევა. სამწუხაროდ მათგან თავდაცვა ყოველთვის შეუძლებელია.  ორსულობის პერიოდში რეგულარული მასაჟი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ  კანი მუცელზე, თეძოებსა და მკერდზე იყოს მეტად ელასტიური. მასაჟი აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას  და  ხელს უწყობს კანს შეინარჩუნოს ელასტიურობა ორსულობის განმავლობაში.


ინსტრუქციები სწორი მასაჟისათვის:
· დაიწყეთ მასაჟი არაუგვიანეს ორსულობის მესამე თვიდან
· შეათბეთ ხელის გულზე სანოსანის სტრიების ზეთი ან სტრიების კრემი და თანაბრად გაინაწილეთ მუცელზე
· მოათავსეთ ხელები მუცელზე პარალელურად და თითების ნაზი მოძრაობით გაიკეთეთ მასაჯი
· საჩვენებლსა და დიდ თით შორის მოაქციეთ კანის პატარა ნაწილი და ნაზად გაწელეთ კანი ზედა მიმართულებით
· რაც უფრო დიდია ორსულობის ვადა ზემოთხსენებული მანიპულაცია უნდა ჩატარდეს კანის უფრო მცირე ნაწილზე
· მასაჟი ყოველთვის   გაიკეთეთ  მუცლის გვერდითა ზონიდან ჭიპის მიმართულებით
· მოერიდეთ მასაჟს საზარდულის არეში რომ არ დააზიანოთ ნაყოფი
· მასაჟის პროცესი უნდა იყოს სასიამოვნო და არ  უნდა იყოს მტკივნეული
· ორსულობის ბოლო თვეში რეკომენდირებულია სანოსანის მასაჟის ზეთის გამოყენება

   
მომავალი დედებისათვის ორსულობა მხოლოდ ემოციური პროცესი არ არის. მათი სხეული უამრავ ჰორმონალურ და ფიზიკურ ცვლილებას განიცდის ორსულობის პერიოდში. სანოსანის მოვლის საშუალებები მომავალი დედებისათვის  სრულყოფილად ზრუნავენ ორსულის კანზე, ამკვრივებენ მას და ხელს უშლიან სტრიების გაჩენას.   
არ შეიცავს საღებავს, პარაფინის ზეთს და პარაბენს.  კლინიკურად ტესტირებულია

· სანოსანი-სტრიების საწინააღმდეგო კრემ
ნატურალური ინგრედიენტები  იცავენ კანს გამოშრობისაგან და უნარჩუნებენ მას სირბილესა და ელასტიურობას.  კრემი რეგულარული გამოყენების შედეგად ხელს უშლის სტრიების წარმოქმნას
· სანოსანი- სტრიების საწინააღმდეგო ზეთ
შექმნილია ორსულობის პერიოდში კანზე ზრუნვისათვის.  მდიდარი ფორმულა შეიცავს 98%-ით ნატურალურ მზესუმზირის, ნუშისა და ჟოჟობას ზეთებს. იგი  ადვილად შეიწოვება. რეგულარული გამოყენების შედეგად უზრუნველყოფს შემაერთებელი ქსოვილის ელასტიურობას და ეფექტურად იცავს კანს სტრიების წარმოქმნისაგან
· სანოსანი - სტრიების საწინააღმდეგო სპრეი
სპრეის მდიდარი ფორმულა კვებავს კანს ორსულობის პერიოდში.  სასარგებლო აქტიური ნივთიერება, ვიტამინი B3, ანიჭებს კანს ელასტიურობას და ატენიანებს მას. რეგულარული გამოყენების შედეგად ხელს უშლის სტრიების წარმოქმნას.


    დღევანდელ ბლოგს ასე ვასრულებთ, კეთილი სურვილებითა და მოლოდინით რომ გაგვიზიარებთ თქვენს გამოცდილებას.   ერთად დავგეგმოთ მომავალი დღეები.

Comments

Popular posts from this blog