
კალციუმი ნომერ პირველი მინერალი ადამიანის ორგანიზმი საოცრად საინტერესო, მრავალფეროვანი და გონიერი სისტემაა. ყველა უჯრედსა თუ ჰორმონს, ვიტამინსა თუ მინერალს საკუთარი დანიშნულება აქვს . ადამიანის ორგანიზმის თვის ისეთივე აუცილებელია მინერალური ნივთიერებები, როგორც წყალი, ვიტამინები და ენერგეტიკული რესურსი . ვინაიდან სწორედ მათი დამსახურებით ვიღებთ ორგანოთა აქტიური ფუნქცი ონირებ ისთვის საჭირო ძალასა და ენერგიას . სამწუხაროდ ორგანიზმს თავისთავად არც ერთი მინერალის გამომუშავების უნარი არ შესწევს . ისინი საკვებისა და წყლის მეშვეობით ხვდება ჩვენს სხეულში. ცნობილია მინერალების ორი ტიპი, მაკროელემენტები, რომელიც ადამიანის ორგანიზმს დიდი დოზით სჭირდება: კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, გოგირდი. და მიკროელემენტების ჯგუფი , ესენია : რკინა, მაგნიუმი, სპილენძი, იოდი, თუთია, კობალტი, ფთორი, სელენი. დღეს ვისაუბრებთ ნომერ პირველ მი...